logo
ENG



კობახიძე სანქცირებულ ხარებას და ლაგაზაურს "ქვეყნის სამსახურისთვის" მადლობას უხდის

24 ოქტ 202413:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/24/kky25hdj841y7yv.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის მხრიდან სანქცირებულ შსს-ს მაღალჩინოსნებს - ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს "ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის" მადლობას უხდის.

ეს მან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის ახალი ბაზის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

"მოგეხსენებათ, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები და ამ კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყველა მიმართულებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო დეპარტამენტს გაწეული სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებით მადლობა ეკუთვნით ხელმძღვანელობას - ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, სხვა ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს. მადლობას ვუხდი თითოეულ წარმომადგენელს ამ სამსახურის. რა თქმა უნდა, მათზე არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა", - თქვა კობახიძემ.

2024 წლის 16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დაასანქცირა. 

აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის.


close დახურვა